ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, “Netzwerk Ost-West“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს სტუდენტთა გაცვლით სემინარს: „თბილისი-ბერლინი 2024“.
სემინარი გაიმართება 5-18 აგვისტოს: პირველი კვირა თბილისში, ხოლო მეორე – ბერლინში. გაცვლითი სემინარის ფარგლებში, სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, დაამუშავებენ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებს და შემდგომ, გერმანელ სტუდენტებთან ერთად, წარადგენენ მოხსენებებს.
სემინარის ხარჯები (ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მონაწილეობის წინაპირობები:
- სტუდენტის აქტიური სტატუსი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა);
- გერმანული ენის კარგად ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, 15 მარტის 18:00 საათის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე ostwest.geo@gmail.com უნდა გამოგზავნონ CV (გერმანულ ენაზე, ფოტოსა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (2024 წლის გაზაფხულის სემესტრის) და ფაკულტეტის მიერ გაცემული ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.
გასაუბრება გაიმართება განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან უახლოეს დღეებში გერმანულ ენაზე.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 11 მარტს, 19:00 საათზე, თსუ-ის II კორპუსის 119-ე აუდიტორიაში.